USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, რამდენი გადაფრენა დაფიქსრდა იანვარ-მარტში საქართველოს საჰაერო სივრცეში

ცნობილია, რამდენი გადაფრენა დაფიქსრდა იანვარ-მარტში საქართველოს საჰაერო სივრცეში

2023-04-15 15:02:59

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცე ავიაკომპანიებმა 91%-ით მეტჯერ გამოიყენეს , ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2023 წლის სამ თვეში საქართველოს საჰაერო სივრცის 42 484-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 91,33%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან შედარებით, 193,05%-ით მეტი 2021 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით და ასევე 33,76%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. ხოლო 28,03%-ით მეტი ვიდრე 2019 წლის იანვარ-მარტში დაფიქსირებული გადაფრენები.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში 33 183 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის იანვარ-მარტში 31 761 გადაფრენა, 2021 წლის იანვარ-მარტში 14 497 გადაფრენა და 2022 წლის იანვარ-მარტში 22 205 გადაფრენა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები