USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კობა გვენეტაძე | როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

კობა გვენეტაძე | როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

2023-03-04 00:00:22

Business Insider Georgia-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის მომავალმა პრეზიდენტმა უნდა შეძლოს არაპოპულაური გადაწყვეტილებების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მართვა გაუჭირდება.

ამის შესახებ გვენეტაძემ Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

„ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს მაკროეკონომისტი.  უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს არ ერიდება. არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება რთულია. თუ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდა, ნიშნავს, რომ უკვე სადღაც ბზარი იქმნება და მომავალში ვითარება არ იქნება კარგი.

ალბათ საბოლოო ჯამში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არაპოპულარული უნდა იყოს, ის არ უნდა უყვარდეთ“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები