USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოსო ფხაკაძე | მთავრობის გადაწყვეტილებას „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“ახალი ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების გადავადებაზე BAG-ი დადებითად აფასებს

სოსო ფხაკაძე | მთავრობის გადაწყვეტილებას „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“ახალი ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების გადავადებაზე BAG-ი დადებითად აფასებს

2023-02-28 17:50:36

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გადავადებას.

დამტკიცებული ცვლილებები მოიცავდა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისათვის შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის პერიმეტრის განსაზღვრას, აგრეთვე, მაღლივი შენობებისთვის სახანძრო-სამაშველო კაბინისათვის მოედნის მოწყობის სტანდარტის დადგენას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა მომხდარიყო სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრიის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების გათვალისწინება, ვინაიდან მიღებული ცვლილებები და ახალი რეგულაციები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა სექტორს.

საგულისხმოა, რომ შეცვლილი გარემოებები ქმნიდა სამართლებრივ პრობლემებსაც, როგორც დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ასევე საინვესტიციო პირობებით შეძენილი მიწის ნაკვეთების განვითარების მიმართულებით. შედეგად, ახალი რეგულაციების ამოქმედება წლის ბოლომდე გადავადდა.

ამ პერიოდში კი საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით, შეარჩევს მაღალი რეპუტაცის მქონე საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს რეალობაზე მორგებულ ეროვნულ სტანდარტს, რომელიც თანხვედრაში იქნება და გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

ზემოხსენებული სტანდარტი თავის მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას და ამავდროულად დეველოპერული საქმიანობის შეუფერხებელ წარმოებას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბიზნეს სექტორის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების გათვალისწინება მეტ ეკონომიკურ სარგებელს და სიკეთეს მოუტანს როგორც ბიზნესს ასევე ქვეყანას.

ვიმედოვნებთ, რომ კოორდინირებული მუშაობით შევძლებთ, ისეთი სტანდარტის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს. ამასთან, ჩვენ მიერ უკვე დაწყებულია საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა/შეფასების პროცედურები“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები