USD 2.7157

EUR 2.9273

TRY 0.0793

GBP 3.5225

RUB 0.028101

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, რა საკითხებს განიხილავს საქართველოს მთავრობა

ცნობილია, რა საკითხებს განიხილავს საქართველოს მთავრობა

2023-04-18 11:31:53

დღეს, 18 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

საქართველოს მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავს: 

1. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - მომხსენებელი: გ. ამილახვარი

2. საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; - მომხსენებელი: ო. შამუგია

3. საქართველოს კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;- მომხსენებელი: ო. შამუგია

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“; - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან ენერჯი რეფაინინგ კომპანი-ჯერსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, -  მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „წეროვანი ველისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ახალი წეროვანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;- მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „შავი ზღვის სამოთხე 1 - ისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 აგვისტოს N1494 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”; - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”; - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველო-ურბან ენერჯის“ შორის 2007 წლის 29 მაისს დადებულ მემორანდუმზე დამატების თაობაზე”; - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს ,,იმერ-ენერჯი კაპიტალს’’ შორის ,,ძევრა ჰესი 1-ის’’ ,,ძევრა ჰესი 2-ის’’ ,,ძევრა ჰესი 3-ის’’ ელექტროსადგურების შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“; -  მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”; - მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

14. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ”(2 პროექტი); - მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“; - მომხსენებელი: ი. ქარსელაძე

16. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“; - მომხსენებელი: ო. შამუგია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები