USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკის  სექტორის კიბერუსაფრთხოების შესახებ კონფერენცია გაიმართა

ენერგეტიკის სექტორის კიბერუსაფრთხოების შესახებ კონფერენცია გაიმართა

2023-02-22 16:16:55

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართული  კონფერენცია გახსნა.

დავით ნარმანიამ შეაჯამა ორი დღის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სემეკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ენერგეტიკის სექტორში მდგრადი და ძლიერი კიბერუსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მნიშვნელოვანია კრიტიკული ენერგო ინფრასტრუქტურის კიბერ მედეგობის გაძლიერება და ამ კუთხით, ენერგეტიკის სექტორის სრული დაცვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების გადამზადებაც.  USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის - „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრები იყო ნაყოფიერი და ხელი შეუწყო მონაწილეების ინფორმირებულობის დონის გაზრდას, კიბერ რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი უნარების გამომუშავებას “ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა:

„სემეკში აქტიურად მიმდინარეობს დიგიტალიზაციის პროცესი. შემუშავდა დიგიტალიზაციის სტრატეგია, რომელიც მოიცავს მონაცემთა ბაზის დაცვის მექანიზმებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების გაძლიერებას. კიბერუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია როგორც ზოგადად ენერგეტიკის სექტორისთვის, ასევე სემეკისთვის. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ კუთხით თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექპერტებთან“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტთან „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” თანამშრომლობით, 21-22 თებერვალს  ენერგეტიკული კიბერ სამაგიდო, ტექნიკური სავარჯიშო ჩატარდა.

ტექნიკური და სამაგიდო სავარჯიშოების მიზანს წარმოადგენდა სემეკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ეროვნული კიბერ უწყებების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება, კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის უწყებებში კიბერ რისკების სათანადო შეფასება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები