USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება

პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება

2023-04-10 17:50:21

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში - „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის თანახმადაც პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება.

„ეს გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესების გათვალისწინებითა და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით იქნა მიღებული,

კერძოდ: საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება - 10%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; 0-5 წ. ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, - არა უმეტეს 1000 ლარისა; აგრეთვე საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის - 30%, - არა უმეტეს 1500 ლარისა. იხსნება საბაზისო პაკეტის ფარგლებში არსებული ფრანჩიზა 500 და 1000 ლარი“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები