USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროფესიული განათლების ბაზარზე ერთ-ერთი გამოწვევა ინფრასტრუქტურაა - მაგდა მაღრაძე

პროფესიული განათლების ბაზარზე ერთ-ერთი გამოწვევა ინფრასტრუქტურაა - მაგდა მაღრაძე

2023-04-17 14:07:20

პროფესიულ განათლების როლი საქართველოში უფრო და უფრო ძლიერდება. სექტორი სტაბილურად ვითარდება, თუმცა არის გარკვეული გამოწვევაც.

ერთ-ერთი პრობლემა ინფრასტრუქტურული ბაზაა, რაც არსებული კოლეჯების რეაბილიტაციას და მათ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვას გულისხმობს.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის ინფორმაციით, ამ გამოწვევის დასაძლევად ერთ-ერთი გამოსავალი არის დუალური სწავლების მოდელის დანერგვა, რაც ამ ეტაპზე წარმატებით ხორციელდება.

„ინფრასტრუქტურის ჭრილში ყველაზე მთავარი გამოწვევა არის დაფინანსება, რადგან კოლეჯმა უნდა შეძლოს იგივე აღჭურვილობა-დანადგარების შეთავაზება სასწავლო პროცესის დროს, რაც კურსდამთავრებულს დახვდება დასაქმების ადგილზე. აქ საუბარია დიდ თანხებთან და მაღალი დონის ტექნიკურ აღჭურვილობასთან, რაც გამოწვევა ნამდვილად არის.

ერთ-ერთი კარგი გამოსავალია დუალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეები პრაქტიკას გადიან იმ ინდუსტრიაში, სადაც შემდგომ უნდა იმუშაონ. ეს მიდგომა კოლეჯებს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ძალიან ეხმარება.

ის აღჭურვილობა, რაც შეიძლება არ ჰქონდეთ მათ, კერძო სექტორშია და შეუძლიათ ამ მიმართულების გამოყენება. აღჭურვილობის შესყიდვაზე იყო დიდი აქცენტი, რა მხრივაც სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა.

ჩვენ აღვჭურვეთ 10 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თანამედროვე ლაბორატორიებით, რომლებიც 10 წელი მოემსახურება. ბუნებრივია, განახლება ყველაფერს სჭირდება", - აცხადებს მაგდა მაღრაძე.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, სხვადასხვა პრიორიტეტული დარგის მიმართულებით ყოველწლიურად პროფესიულ სასწავლებლებს 1200-1500 ახალგაზრდა ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზრის მოთხოვნა გაცილებით დიდია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები