USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უპირატესობა აქვს ქართველი ინჟინრების მიერ შექმნილ დრონს - missiya

რა უპირატესობა აქვს ქართველი ინჟინრების მიერ შექმნილ დრონს - missiya

2023-03-24 10:00:26

საქართველოში კომპანია missiya-მ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყო, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი. missiya-ს მიერ წარმოებული დრონები ხელსაყრელი იქნება პოლიციის, სახანძროს, სამაშველოს, ჯანდაცვის, სამეურნეო სფეროს, მონიტორინგის მიმართულებით სამუშაოებისთვის.

როგორც „ბიზნეს ინსაიდერთან“ missiya-ს წარმომადგენელმა ნოდარ ხიდიშელმა განაცხადა, მათ მიერ წარმოებულ აპარატებს არაერთი უნიკალური მახასიათებელი აქვთ.

„დრონი აღჭურვილია 4G/LTE სისტემით, რაც აპარატის მოქმედებაში მოყვანას სხვა ქვეყნიდანაც კი უზრუნველყოფს. missiya-ს დრონების ფრენის ხანგრძლივობა – 45 წუთია, ხოლო ტვირთამწეობა – 6 კგ. სიჩქარე – 90 კმ/სთ; ვერტიკალური სვლა 4000 მეტრი. გააჩნია უნიკალური ძრავები, რომლის დახმარებითაც მიწიდან 130 მეტრში, აპარატი სრულიად შეუმჩნეველი ხდება“, - ამბობს ხიდიშელი.

რაც შეეხება ნაწილებს, დრონის ჩონჩხი და კონსტრუქცია მთლიანად კონსტრუირებულია ქართველი ინჟინრების მიერ.

„რაც შეეხება სხვა ნაწილებს, ის ელემენტები, რომლებიც წარმადგენს რთულ მოწყობილობებს პირადად მე ვაწარმოებ ლოგისტიკურ კომპანიებთან. ასევე შემოგვაქვს ნაწილები ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ან ვუკვეთავთ ჩვენზე მორგებულ დეტალებს, რომელიც შემდგომ გადის ძალიან ბევრ ტესტირებას“, - აცხადებს ნოდარ ხიდიშელი. 

missiya-ს მიერ წარმოებული დრონის მოცულობა პროპელერების გარეშე 80/80 სმ-ზეა. დრონი აღჭურვილია თერმული კამერით, რომელიც სამძებრო- სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენება და აქვს ხმოვანი მოწყობილობა.

რაც შეეხება ფასებს, missiya-ში ზუსტ ფასებზე არ საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ მხოლოდ დრონის ფასი შესაძლოა 12-15 ათასი დოლარიდან დაიწყოს, რადგანაც ეს ინდუსტრიული დრონებია. 

missiya-ში აცხადებენ, რომ საქართველოში ძირითად დამკვეთად მაინც სახელმწიფო სტრუქტურებს განიხილავენ, რომელთაც დრონს ოფიციალურად 25 მარტს დაგეგმილ პრეზენტაციაზე წარუდგენენ. 

„სხვადასხვა ტიპის დრონი იწარმოება მსოფლიოში, თუმცა დღეისათვის სახელმწიფო უწყებები დღეს „დიჯიეის“ მიერ წარმოებულ დრონებს იყენებენ. ჩვენი დრონის მახასიათებლებიდან მნიშვნელოვანია ისიც, რომ  130 მეტრის სიმაღლეზე მისი ძრავების ხმა აღარ ისმის“, - აცხადებს ხიდიშელი.

საწარმოს თვეში 30-დან 50 დრონის წარმოება შეუძლია. ამ დროისათვის 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა შეკვეთების ზრდის შემთხვევაში კომპანიის მენეჯმენტი მუშახელის რაოდენობის ზრდასაც გეგმავს.

საქართველოში დამზადებულმა დრონმა 2022 წელს, მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაზე. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, საფრენი აპარატით უკვე დაინტერესდა ბრიტანეთის ძალოვანი სტრუქტურა, შესყიდვისთვის ემზადება ბრიტანეთის პოლიცია.

როგორც missiya-ს წარმომადგენელი ამბობს, დღეისათვის წარმოებული დრონები ფაქტობრივად უკვე გაყიდულია. 

კომპანია missiya წელიწადზე მეტია ოპერორებს და ქართველ ინჟინრებს აერთიანებს. სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, კომპანია აგრძელებს მუშაობას დეველოპერებთან.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები