USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავაზობს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს სამინისტრო - ზურაბ აზარაშვილის განმარტება

რას სთავაზობს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს სამინისტრო - ზურაბ აზარაშვილის განმარტება

2023-03-26 09:25:09

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი შენობის ნგრევა გარდაუვალია და მის ნაცვლად ახალი კლინიკა აშენდება. 

„70-იან წლებშია აშენებული შენობა და შეუძლებელია, ის დღევანდელ მოთხოვნებს პასუხობდეს, ამის მიღწევაც ფაქტობრივად შეუძლებელია. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შენობის წინა მხარე, რომელიც შედარებით ადრეა 10-12 წლის წინაა აშენებული, დარჩება. თუმცა კლინიკად ისიც ვერ გამოდგება და მას გამოვიყენებთ იმ შენობის საოფისე ფართებად, რომელიც მის უკან აშენდება. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი შენობა, ფაქტობრივად ახალი კლინიკა. 

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოშო მუშაობს, ყველანაირ გარანტიას ვაძლევთ რომ მათ ნაწილს თუ სრულად არა, სხვადასხვა კლინიკაში დავასაქმებთ. ან თუ ვერ დავასაქმებთ ჩვენ გარანტირებულად შევძლებთ სახელფასო ანაზღაურების სრულად შენარჩუნებას. ეს დაახლოებით სამწლიანი პროექტია, გახსნამდე დაახლოებით 6 თვით ან ერთი წლითა ადრე, კონკურსის წესით შევარჩევთ სამედიცინო პერსონალს, რომელიც ახალ რესპუბლიკურში იმუშავებს და მედპერსონალიც არ დარჩება ღირსეული ანაზრაურების გარეშე”,-აცხადებს აზარაშვილი.

მანამდე ექიმების ჯგუფმა საავადმყოფოს დახურვის შესახებ  განცხადება Facebook-ზე გაავრცელა. 

ამავე თემაზე:

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები