USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება -  პრემიერი

რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - პრემიერი

2023-03-27 11:34:16

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი საავადმყოფო აშენდება და ყველა თანამშრომელი შენარჩუნდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, პრეზენტაციას. რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა, არის სიცრუე - არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურისა და ხელფასის გარეშე. გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო, საუბარია იმავე ადგილზე ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე: 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები