USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სამართლიანია, წლიურ ლიმიტს მოვხნით - მინისტრი

როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სამართლიანია, წლიურ ლიმიტს მოვხნით - მინისტრი

2023-03-26 10:00:32

როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით და ბენეფიციარები მიიღებენ სრულყოფილ სერვისს როგორც ამბულატორიულ ნაწილში, ისე - მედიკამენტების კუთხით, -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

როგორც ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ აღნიშნა, დღეს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი 25 000 ლარია. უწყება მზად არის, ლიმიტი საერთოდ გააუქმოს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს შეუძლებელია, რადგან, 1000-ლარიანი მედიკამენტი, რომელიც ბენეფიციარს, წლის განმავლობაში, 25 კოლოფი ესაჭიროება, მოულოდნელად, 3000 ლარი გახდა.

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ვფიქრობდით, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და თავი შევიკავეთ, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა. დავრწმუნდით, რომ ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ სამინისტრო და სახელმწიფო მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

მანამდე, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიკემენტების ფასების ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებულ განცხადებებს „უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული ბრალდებები“ უწოდა. 

 

ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, რომელზეც რეფერენტული ფასები დაწესებული არ არის ფასების ხელოვნური ზრდა დაფიქსირდა.

შემდეგ კი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასი 1100 მედიკამენტზე ვრცელდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები