USD 2.7157

EUR 2.9273

TRY 0.0793

GBP 3.5225

RUB 0.028101

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთიდან იმპორტიორებს შორის ძირითადად ნავთობკომპანიები არიან

რუსეთიდან იმპორტიორებს შორის ძირითადად ნავთობკომპანიები არიან

2023-04-17 13:58:17

2023 წლის იანვარ თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში იყო რუსეთი – 467.07 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 387.02 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 246.35 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 242.15 მლნ აშშ დოლარით და სომხეთი – 203.18 მლნ აშშ დოლარით.

Business Insider Georgia-თვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, გამოიკვეთა TOP 10 კომპანია რომელთაც იანვარ-თებერვალში რუსეთის ფედერაციაში ყველაზე მეტი პროდუტი იყიდა. 

TOP 10 იმპორტიორი კომპანია, რომელმაც რუსეთის ფედერაციიდან იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი პროდუქტი იყიდა: 

  • შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
  • შპს ჯეოსთილი
  • შპს ჯეორჯიან როუტ
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს ლაგუნა
  • შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო
  • სს რუსთავოილი
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 2 თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის 85,3%  (148,5 ათასი ტონა,) რუსეთიდან შემოვიდა. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები