USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რძის ბიოწარმოება ვერ განვითარდა, ბაზარი მზად არ არის - „შირაქი“

რძის ბიოწარმოება ვერ განვითარდა, ბაზარი მზად არ არის - „შირაქი“

2023-04-15 23:59:00

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ,,შირაქი" საქართველოში პირველია, რომელმაც ბიო რძის წარმოება დაიწყო, თუმცა ბაზარზე დაბალი მოთხოვნის გამო საქმიანობა შეაჩერა.  

როგორც საწარმოს ხელმძღვანელი, „ყველის მრეწველობის ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიანიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, წარმოება მალევე დახურა და ჩვეულებრივ წარმოებაზე გადაერთო.

„ხუთი წელი მოვუნდი, რომ ბიო წარმოება დამეწყო. ეს იყო პირველი ბიოფერმა კავკასიაში. აღსანიშნავია, რომ ბიომიწაზე ნახევარი მოსავალი მოდის, ძროხა იწველება 30%-ით ნაკლებს, რადგან  სათანადო კვებას ვერ ვაძლევთ.  ასეთი პროდუქტის განსაკუთრებული თვისებებისა და სარგებლიანობის მიუხედავად, წარმოება ვერ განვითარდა, მოთხოვნა არ იყო, ამიტომ ბიოსერტიფიკატს დავანებე თავი, ჩვეულებრივ გავაგრძელე საქმიანობა. ამ დროს განვითარებული სამყარო უსაფრთხო და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ფერმერულ პრაქტიკას სულ უფრო მეტად ირჩევს. ჩვენს შემთხვევაში, ამან ვერ გაამართლა, ეტყობა, ბაზარი ჯერჯერობით არ არის ამ სიახლის მისაღებად მზად", - ამბობს ნიკოლოზ ბენიანიძე.

როგორც მეწარმე განმარტავს, ბიო სერტიფიკატი ნიშნავს, რომ 4 წელი არ შესულა ნიადაგში მინერალური სასუქები, არ ითესება ჰიბრიდული თესლები და არ გამოიყენება მარცვლეულ კულტურებში ჰერბიციდები.  

მხოლოდ ასეთ ნიადაგზე მოყვანილი მარცვლეული და სილოსი ეძლევა პირუტყვს.

„ბიო რძის მიმართ ცნობადობა საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია, შესაბამისი ინფორმაციაც არ აქვთ.  მსხვილი ფერმერებიც ვერ აღმოჩნდნენ მზად, ეტყობა ადრე მომივიდა გახსნა. საბოლოოდ შეიძლება ამ ტიპის წარმოებაზე ვიფიქრო, მაგრამ უახლოეს გეგმებში ბიოწარმოებას ვერ დავგეგმავ", - ამბობს ნიკოლოზ ბენიანიძე.

ცნობისთვის, „შირაქმა" ნედლი რძის წარმოებისთვის ბიოსერტიფიკატი 2017 წლის დეკემბერში მიიღო. რეალურად ეს იყო პირველი შემთხვევა კავკასიაში, როდესაც ფერმამ ცხოველური პროდუქციის წარმოებისთვის მიიღო ბიოსერტიფიკატი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები