USD 2.7157

EUR 2.9273

TRY 0.0793

GBP 3.5225

RUB 0.028101

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოში პირველია, რომელსაც  რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოში პირველია, რომელსაც რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა

2023-03-29 14:08:19

სოფლის მეურნეობის სახემწიფო ლაბორატორიის გუნდი 2015 წლიდან მუშაობს აღნიშნული სტატუსის მოპოვებისთვის. დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიის ქსელში რეფერენს კვლევების ჩატარება სამი ძირითადი მიმართულებითაა შესაძლებელი, ესენია სურსათის კვლევა, ცხოველთ დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

ლაბორატორიის გუნდი აქტიურად მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან; წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებისა და კონსულტაციების შედეგად, ლაბორატორიას რეფერენს სტატუსი მიენიჭა.

რეფერენს ლაბორატორიის სტატუსის ქვეშ მოიაზრება იმ უფლებამოსილების მქონე ლაბორატორია, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის რეფერენტულ ლაბორატორიულ გამოცდას ატარებს.

ლაბორატორიას ეძლევა უფლებამოსილება, ჩაატაროს რეფერენტული გამოცდები სადაო საკვლევ ნიმუშებზე. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შეუძლია ჩაუტაროსსწავლებები ყველა დაინტერესებულ ლაბორატორიას სპეციალისტების გადამზადების მიმართულებითა და სხვადასხვა კვლევის მეთოდების დანერგვის მიზნით.

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებული პირებს უკვე საშუალება აქვთ, ადგილზე მიიღონ იმ საერთაშორისო რეფერენტული გამოცდების შედეგები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სხვა ქვეყნის რეფერენს ლაბორატორიებში იყო ხელმისაწვდომი.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში არსებული რეფერენს კვლევების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლაბორატორიის ვებგვერდზე: http://sla.gov.ge/Ge/Files/ViewFile/3202

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები