USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წალკის კანიონთან აკვაპარკის მშენებლობა და ვილჰაუსების მოწყობა იგეგმება - „კასს ლენდი“

წალკის კანიონთან აკვაპარკის მშენებლობა და ვილჰაუსების მოწყობა იგეგმება - „კასს ლენდი“

2023-04-11 17:00:00

ქვემო ქართლის ახალი სავიზიტო ბარათი „კასს ლენდი“ ტურისტების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევს. ულტრათანამედროვე ტურისტული ობიექტი გახსნიდან დღემდე 150 000 მეტმა ვიზიტორმა მოინახულა და ეს რიცხვი კიდევ იზრდება. როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia - ს აცნობეს,

„კასს ლენდ დაიმონდ რეზორტში“, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ახალი პროექტების განხორციელება გრძელდება - მათ შორის, აკვაპარკის მშენებლობა და დამატებით ვილჰაუსების მოწყობა, რაზეც მუშაობა დაწყებულია.

„დიდია ინტერესი „კასს ლენდის“ მიმართ, ტურისტული ნაკადისთვის ობიექტი წლის ყველა სეზონზე შთამბეჭდავია. თავდაპირველად ვიზიტორების დიდ ნაწილს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ახლა პროცენტული მაჩვენებელი გათანაბრდა და 50/50-ზეა, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რასაც განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა მოწმობს. ობიექტი უკვე 150 000-მა ვიზიტორმა მოინახულადა მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.  

ჩვენთან ვიზიტორს აქვს შესაძლებლობა იმოგზაუროს აღმოჩენებით, მოინახულოს ბუნება, დატკბეს ულამაზესი პანორამული ხედებით, მიირთვას უგემრიელესი კერძები, გამოიყენოს ატრაქციები და მიიღოს დაუვიწყარი გამოცდილება ექსტრიმის მიმართულებით, ამ ყველაფრის შემდეგ კი ღამე გაათიოს სასტუმროს ტიპის მაღალი კლასის ვილჰაუსში.

მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს ასეთი ადგილის შესახებ , როგორც უწოდეს აღნიშნულ კომპლექსს - „ქართული ტურიზმის ბრილიანტი“, რომელიც ყველამ სულ მცირე ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოს. კომპლექსი იმდენად განსაკუთრებულია, რომ უცხოურმა გამოცემებმა მოიხსენიეს, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათი“, - ამბობს ,,კასს ლენდის“ წარმომადგენელი Business Insider Georgia - თან.

„კასს ლენდ დაიმონდ რეზორტში“ 300 -მდე ადამიანია დასაქმებული.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს სპა-აუზს. გარდა ამისა,  კომპანია გეგმავს დახურული აკვაპარკის მშენებლობასა და დამატებით ვილჰაუსების მოწყობას.

პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

გარდა ამისა, როგორც Business Insider Georgia- ს კომპანიიდან აცნობეს, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ამ უნიკალური ნაგებობის გინესის რეკორდების წიგნში შესატანად.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები