USD 2.7117

EUR 2.9582

TRY 0.082

GBP 3.5182

RUB 0.030866

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხის სათამაშოების ოჯახური ბიზნესი „კოკიტო“ ვეროკავშირის ბაზარზე გასვლას ცდილობს

ხის სათამაშოების ოჯახური ბიზნესი „კოკიტო“ ვეროკავშირის ბაზარზე გასვლას ცდილობს

2023-03-31 09:46:38

„კოკიტო" ხის სათამაშოების ოჯახური ბიზნესია, რომლის უკანაც ქალი მეწარმეები, მარიკა გრიგოლიშვილი და ლალიკო გოგიბერიძე დგანან.

„კოკიტოს" მიზანი დასაწყისშივე ნათელი იყო — ქართველ ბავშვებს წვდომა ჰქონოდათ უსაფრთხო განმავითარებელ სათამაშოებზე, შემდგომში კი ეწარმოებინათ პროდუქცია საექსპორტო ბაზრისთვის. ასე შექმნა კომპანიამ მრავალფეროვანი სათამაშოები 0 დან 6 წლამდე ბავშვებისთვის, რომელთა შორისაა: ხის ცხენები, ასაწყობი კუბები, ფაზლები, მექანიკური სათამაშოები, უპედლო ველოსიპედები და სხვა.

„,კოკიტოს" თითოეული მოდელი  შთაგონებულია მონტესორისა და ვალდორფის მიდგომებით და ბავშვებს  ნატიფი მოტორიკის ადრეულ ასაკშივე განვითარებასა და სენსორული არხების სტიმულირებაში ეხმარება.

„სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დახმარებით, ჩვენ ყოველწლიურად ვმონაწილეობთ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გერმანიაში - Spielwarenmess-ში. გამოფენის ფარგლებში ვითანამშრომლეთ გერმანელ კონსულტანტთან და ურთიერთობა დავამყარეთ გერმანულ ბრენდებთან“,  - ამბობს მარიკა გრიგოლიშვილი,

„კოკიტოს" თანადამფუძნებელი. კომპანიას ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები აქვს 10-მდე გერმანულ კომპანიასთან, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებში ეძებენ პარტნიორებს.

„კოკიტომ" უკვე გააგზავნა კომპანიებთან საცდელი ნიმუშები და რამდენიმე ცნობილი ბრენდის წარმომადგენელსაც უმასპინძლა საქართველოში.

„კოკიტოს" საწარმოში ყოველთვიურად 500-600 ერთეული პროდუქტი მზადდება, თუმცა დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ინტერესის გაზრდის შემთხვევაში, პროდუქციის რაოდენობის გაათმაგებას შეძლებენ.

„ჩვენ ყოველდღიურად არ ვიშურებთ რესურსს ბრენდის განვითარებისთვის, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და პროფესიულ განვითარებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი კომპანია მზადაა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე და გაცილებით უფრო პროფესიონალურად წარმოაჩინოს ბრენდის სახე როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო დონეზე", - ამბობს მარიკა გრიგოლიშვილი.

„კოკიტოს" დამფუძნებლები დამწყებ მეწარმეებს ურჩევენ, რომ ჩაერთონ მეწარმეებისთვის განკუთვნილ ყველა შესაძლო პროექტსა და გამოფენაში და გამოიყენონ ეს შანსი საერთაშორისო ბაზარზე ცნობადობის გასაზრდელად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები